Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში გიუნტერ


ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში გიუნტერ ფერჰოიგენი აცხადებს,

ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში გიუნტერ ფერჰოიგენი აცხადებს,
რომ ევროკავშირი არ დაიწყებს თურქეთთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს, თუკი თურქეთი არ განახორციელებს სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმას. გერმანიაში გამომავალი გაზეთები "ბილდი" და "ზონნტაგი" ფერჰოიგენის ციტატებს აქვეყნებენ. ევროკომისარი ამბობს, რომ მხოლოდ საკანონმდებლო რეფორმის გატარების შემდეგ დარწმუნდება ევროკავშირი, რომ თურქეთი არის სამართლებრივი ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ. თურქეთის პარლამენტი შაბათს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის გარეშე დაიშალა. როგორც მოგახსენებდით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებულ სადაო საკითხს ცოლქმრული ღალატის კრიმინალიზაცია წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG