Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ერაყში ძალადობის არაერთი აქტი


დღეს ერაყში ძალადობის არაერთი აქტი მოხდა. სუნიტების რელიგიური უმცირესობის ორი თვალსაჩინო

დღეს ერაყში ძალადობის არაერთი აქტი მოხდა.
სუნიტების რელიგიური უმცირესობის ორი თვალსაჩინო
წარმომადგენელი დახოცეს. ერაყში გატაცებული ჰყავთ 18 ერაყელი გვარდიელი. მათ სანაცვლოდ გამტაცებლები რადიკალი შიიტის - სადრის - დაკავებული მრჩევლის განთავისუფლებას მოთხოვენ. მეამბოხეები თავს დაესხნენ აშშ-ის არმიის პატრულს და ორი სამხედრო მოკლეს.
ქალაქებში ფალუჯასა და მოსულში დღეს არაერთი აფეთქება მოხდა, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. ისლამისტთა საინტერნეტო გვერდზე გამოქვეყნებულია ცნობა, რომ გამტაცებლებმა მოკლეს ერთი ამერიკელი მძევალი, და რომ მეორე ამერიკელი და ერთი ბრიტანელი მძევლის დახოცვას აპირებენ. ეს ცნობა დამოუკიდებელ წყაროს არ დაუდასტურებია.
XS
SM
MD
LG