Accessibility links

ჩეჩნეთის დედაქალაქის, გროზნოს ქუჩებში ათასზე


ჩეჩნეთის დედაქალაქის, გროზნოს ქუჩებში ათასზე მეტი დემონსტრანტი რუსი პოლკოვნიკის შეწყალების წინააღმდეგ გამოვიდა

ჩეჩნეთის დედაქალაქის, გროზნოს ქუჩებში ათასზე მეტი დემონსტრანტი რუსი პოლკოვნიკის შეწყალების წინააღმდეგ გამოვიდა

პოლკოვნიკ იური ბუდანოვს ბრალი ედება 18 წლის ჩეჩენი გოგონას, ჰედა კუნგაიევას მოკვლაში და 10-წლიან სასჯელს ულიანოვსკის რეგიონში იხდის. ბუდანოვის შესაძლო გათავისუფლებას ძირითადად სტუდენტები აპროტესტებდნენ და მიმართავდნენ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას ეს.
ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერის რამზან კადიროვის მიმართვაც წაიკითხა: “საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ულიანოვსკის რეგიონის ხელმძღვანელობას არ შეუძლია. ეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადასაწყვეტია. მე {რამზან კადიროვი} დარწმუნებული ვარ, რომ მისი გადაწყვეტილება ობიექტური და მიუკერძოვებელი იქნება”. ორშაბათს, ულიანოვსკის რეგიონის გუბერნატორმა, ვლდიმირ შამანოვმა მხარი დაუჭირა რეგიონალური კომისიის რეკომენდაციას, ბუდანოვის შეწყალების შესახებ და ახლა საბოლოო სიტყვა რუსეთის პრეზიდენტმა უნდა თქვას.
XS
SM
MD
LG