Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი თვალსაჩინო


უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი თვალსაჩინო კანდიდატი, ვიქტორ იუშჩენკო აცხადებს, რომ ის მისმა ოპონენტებმა მოწამლეს

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი თვალსაჩინო კანდიდატი, ვიქტორ იუშჩენკო აცხადებს, რომ ის მისმა ოპონენტებმა მოწამლეს
დღეს უკრაინის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას იუშჩენკო ხშირად ჩერდებოდა და უნებლიე ცრემლებს იწმენდდა. ასეთი მდგომარეობა მან სწორედ მოწამვლის ფაქტით ახსნა.
სექტემბრის დასაწყისში პრეზიდენტობის კანდიდატი ცუდად გახდა, ხოლო ოდნავ მოგვიანებით, ვენის საავადმყოფოში მკურნალობის მრავალმხრივი კურსიც დასჭირდა. ავსტრიელმა ექიმებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ იუშჩენკო მოწამლული იყო. თუმცა ამის ისინი ვერ ამტკიცებენ. უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ამ საკითხის გამოძიებას. საქმეს გენერალური პროკურატურა გამოიძიებს.
XS
SM
MD
LG