Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქული სამშენებლო კომპანია წყვეტს ერაყში


თურქული სამშენებლო კომპანია წყვეტს ერაყში მოღვაწეობას და მიზეზად თავისი 10 თანამშრომლის მძევლად აყვანას ასახელებს

თურქული სამშენებლო კომპანია წყვეტს ერაყში მოღვაწეობას და მიზეზად თავისი 10
თანამშრომლის მძევლად აყვანას ასახელებს
კომპანია ცდილობს ამ გზით გადაარჩინოს თავისი თანამშრომლების სიცოცხლე. საქმე ის არის, რომ ერაყელი გამტაცებლები, თურქული ფირმის საქმიანობის არშეწყვეტის შემთხვევაში, მძევლების მოკვლით იმუქრებოდნენ. მოსალოდნელია, რომ მუქარა მათი მხრიდან მართლაც სავალალო შედეგებით დასრულდეს. მაგალითად გუშინ ერაყელმა გამტაცებლებმა, ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ, თავი მოჰკვეთეს ერთ-ერთ ამერიკელ ტყვეს. ულტიმატუმი შეერთებული შტატებისადმი იყო მიმართული და აბუ ღრაიბისა და უმ ყასრის ციხეებიდან ერაყელი პატიმარი ქალების გათავისუფლებას მოითხოვდა. ამერიკელთა განცხადებით კი, დასახელებულ ციხეებში ერაყელი ქალები არ იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG