Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის ხეობაში მცხოვრები, ჩეჩნეთიდან ლტოლვილი


პანკისის ხეობაში მცხოვრები, ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ბავშვებისთვის სკოლებში ქართული ენის შესწავლა იქნება შესაძლებელი

პანკისის ხეობაში მცხოვრები, ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ბავშვებისთვის სკოლებში ქართული ენის შესწავლა იქნება შესაძლებელი
სპეციალური კურსი ამგვარი გაკვეთილების ჩატარებას მათთვის კვირაში 3-ჯერ გულისხმობს. როგორც ჟურნალისტებს პანკისის ხეობის, სოფელ დუისის გამგებელმა ჯარაფ ხანგოშვილმა განუცხადა, ლტოლვილი ბავშვები, ძირითადად, რუსულ ენაზე ისწავლიან. მისივე ინფორმაციით, ხეობის 17 სოფელში 14 სკოლა მუშაობს, რომელთა სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხა ადგილობრივმა მოსახლეობამ გაიღო.პრაიმ-ნიუსის ცნობით, პანკისის ხეობაში ამჟამად 3 172 ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG