Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის წარმომადგენლებმა ჩეჩნეთში შეიპყრეს ქალი


რუსეთის წარმომადგენლებმა ჩეჩნეთში შეიპყრეს ქალი, რომელზეც ეჭვი აქვთ, რომ მეამბოხეებს ეხმარებოდა

რუსეთის წარმომადგენლებმა ჩეჩნეთში შეიპყრეს ქალი, რომელზეც ეჭვი აქვთ, რომ მეამბოხეებს ეხმარებოდა
იერიშების განხორციელებაში. ჩეჩნეთში უშიშროების ფედერალური სამსახურის პრეს-მდივან ილია შაბალკინის განმარტებით, ნატალია ხალკაიევა ეჭვმიტანილია თვითმკვლელი მოიერიშეების გაწვრთნაში, მეამბოხეების ჯგუფებს შორის კონტაქტის დამყარებასა და მეამბოხეებისათვის ფულის უცხოეთში შეგროვებაში. ასევე შაბალკინის თქმით: [შაბალკინის ხმა] “ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს იმ ადგილის გაჩხრეკისას, სადაც ეჭვმიტანილი იმყოფებოდა. ეს იყო თვითმკვლელი მოიერიშის ქამარი, რომლითაც, ვფიქრობთ, რომ მსხვილმასშტაბიანი ტერაქტი უნდა განეხორციელებინათ - თუ გავითვალისწინებთ ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრესა და შემადგენელ ელემენტებს”. როგორც იუწყებიან, ხალკაიევა გროზნოს საპატიმროში მოათავსეს.
XS
SM
MD
LG