Accessibility links

logo-print

რუსეთის ყალმუხეთის რეგიონში, ცნობების თანახმად


რუსეთის ყალმუხეთის რეგიონში, ცნობების თანახმად, 80-მდე ადამიანი დააკავეს, 5 კი საავადმყოფოში მოათავსეს

რუსეთის ყალმუხეთის რეგიონში, ცნობების თანახმად, 80-მდე ადამიანი დააკავეს, 5 კი საავადმყოფოში მოათავსეს
მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა. დემონსტრაციის მონაწილეები რეგიონის ხელმძღვანელის, კირზან ილიუმჟინოვის გადადგომას მოითხოვდნენ. ყალმუხეთში ოპოზიციური კომუნისტური პარტიის პრეს-მდივნის ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლაში 2500-მდე ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრაცია გუშინ დაიწყო და ის აკრძალული იყო ქალაქის მერის მიერ. დემონსტრანტები ილიუმჟინოვს ადამიანის უფლებების დარღვევასა და ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG