Accessibility links

logo-print

გარდაბნის რაიონში მცხოვრებმა რამდენიმე ათუელმა


გარდაბნის რაიონში მცხოვრებმა რამდენიმე ათუელმა ადამიანმა გამგებლის ყოფილ მოადგილე ტელმან გასანოვის ხელმძღვანელობით

გარდაბნის რაიონში მცხოვრებმა რამდენიმე ათუელმა ადამიანმა გამგებლის ყოფილ მოადგილე ტელმან გასანოვის ხელმძღვანელობით
სარკინიგზო გზა გადაკეტა. ისინი მოითხოვდნენ სახელმწიფო კომისიის შექმნას რაიონში ჩინოვნიკების კორუფციული საქმიანობის გამოსაძიებლად. საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, გასანოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რაიონში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, ლევან მამალაძის დროს დანიშნული ადამიანები აგრძელებენ კორუფციულ საქმიანობას და გარდა ამისა, შეზღუდულია ეროვნებით აზერბაიჯანელი მოქალაქეების უფლებები. ხოლო როგორც გარდაბნის რაიონის გამგებლის ამჟამინდელმა მოადგილემ, აქციაზე მისულმა რაიმ ბაირამოვმა უთხრა ჟურნალისტებს, გასანოვი თავად იყო "პირველი კორუფციონერი" და ახლა, რახან შემოსავალი დაკარგა, რეგიონში აჟიოტაჟეს ტეხს.
XS
SM
MD
LG