Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში ავტომანქანებში ჩადებული ბომბებით მოწყობილმა


ბაღდადში ავტომანქანებში ჩადებული ბომბებით მოწყობილმა ორმა აფეთქებამ სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,

ბაღდადში ავტომანქანებში ჩადებული ბომბებით მოწყობილმა ორმა აფეთქებამ სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,
დაჭრილების რიცხვი 50-ს აღემატება. ორივე აფეთქება მანქანაში ჩადებული ბომბებით განხორციელდა. ერთი მიმართული იყო ერაყის უშიშროების ძალებში ჩაწერის მსურველთა წინააღმდეგ - ისინი რიგში იდგნენ. მეორე აფეთქება კი ამერიკელების საგუშაგოსთან მოხდა. იუწყებიან ასევე ბაღდადში ამერიკელი სამხედროებისა და რადიკალი შიიტი სასულიერო პირის, მოყტადა სადრის მებრძოლებს შორის შეტაკების შესახებ. ამ ინფორმაციით, დაიღუპა 15 ადამიანი. ამერიკელი სამხედროები ბრძოლაში იყვნენ ასევე გახვეული ბაღდადის ჩრდილოეთით, სამარაში. დღესვე იპოვეს ერაყში ამ კვირაში მოკლული უკვე მეორე ამერიკელი მძევლის გვამი - ის იორდანიელი ტერორისტის, მუსაბ ზარკაუის ერთგულმა მებრძოლებმა გაიტაცეს და მოკლეს (თავი მოჰკვეთეს). ახლა გამტაცებლების ხელში კიდევ ერთი ბრიტანელი მძევალია, რომლის გასათავისუფლებლად ერაყის ციხეებიდან ყველა პატიმარი ქალის გამოშვებას მოითხოვენ. ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების კოალიციის ინფორმაციით, ციხეშია მხოლოდ ორი ქალი - ორივე მეცნიერი, რომელიც სადამ ჰუსეინის რეჟიმის დროს ქიმიური და ბიოლოგიური იიარაღის პროგრამაში მონაწილობდა. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, მათ არ გაათავისუფლებენ.
XS
SM
MD
LG