Accessibility links

logo-print

პალესტინელმა ქალმა დღეს თავი აიფეთქა


პალესტინელმა ქალმა დღეს თავი აიფეთქა ავტობუსის გაჩერებასთან იერუსალიმში

პალესტინელმა ქალმა დღეს თავი აიფეთქა ავტობუსის გაჩერებასთან იერუსალიმში
მის გარდა, როგორც იუწყებიან, დაიღუპა 2 ისრაელი პოლიციელი, დაიჭრა სულ მცირე 16 ადამიანი. აფეთქების პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ჯგუფმა “ალ-აყსას წამებულთა ბრიგადამ”. მან თავდასხმის მოტივად დაასახელა შურისძიება ისრაელის მიერ პალესტინელი მებრძოლების დახოცვის გამო. დღევანდელი აფეთქება დაგმო ნიუ-იორკში მყოფმა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა სილვან შალომმა. თავდასხმა ასევე დაგმო გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა. მანვე პალესტინელების ხელმძღვანელობას მოუწოდა, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საიმისოდ, რომ ბოლო მოეღოს ტერორს. აფეთქება იერუსალიმში დაგმო პალესტინელების პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ყორეიმაც. მან ისრაელის მთავრობას მოუწოდა ორმხრივი ზავის დაცვისა და მოლაპარაკებების განახლებისაკენ.
XS
SM
MD
LG