Accessibility links

ყირგიზეთში რამდენიმე პოლიტიკური პარტია და


ყირგიზეთში რამდენიმე პოლიტიკური პარტია და მოძრაობა გაერთიანდა ახალ პოლიტიკურ ბლოკში,

ყირგიზეთში რამდენიმე პოლიტიკური პარტია და მოძრაობა გაერთიანდა ახალ პოლიტიკურ ბლოკში,
რომელსაც "ყირგიზეთის სახალხო მოძრაობა უწოდეს". ახალი ბლოკი, მისი წარმომადგენლების განცხადებით, იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალი წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. ამასთან ბლოკმა გამოთქვა შეშფოთება საკონსტიტუციო სასამართლოს უარის გამო, მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, მოვალეა თუ არა პრეზიდენტი ასკარ აყაევი, გადადგეს მისი მმართველობის ამჟამინდელი ვადის ამოწურვის შემდეგ. ოპოზიციური პარტიები შიშობენ, რომ აყაევი ისევ წამოაყენებს თავის კანდიდატურას მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამჯერ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში.
XS
SM
MD
LG