Accessibility links

logo-print

ყაზახეთში ოპოზიციურმა პარტია “აკ ჟოლმა”


ყაზახეთში ოპოზიციურმა პარტია “აკ ჟოლმა” უხეში გაყალბება უწოდა

ყაზახეთში ოპოზიციურმა პარტია “აკ ჟოლმა” უხეში გაყალბება უწოდა
კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ეს შედეგები დღეს გამოქვეყნდა. "აკ ჟოლი" ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელსაც ერგო ერთი მანდატი მაინც კენჭისყრით ასარჩევი 77 საპარლამენტო მანდატიდან - მან ეს ერთი მანდატი პარტიული სიით მოიპოვა. "აკ ჟოლის" ხელმძღვანელობის წარმომადგენლის, ბოლატ აბილოვის განცხადებით, პარტიას ხმების 40-დან 50-მდე პროცენტი მაინც უნდა მოეგროვებინა. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის მხარდამჭერმა პარტია "ოტანმა" პარტიული სიით ხმების 60-ზე მეტი პროცენტი მოიპოვა, ასევე პრეზიდენტის მხარდამჭერმა პარტია "ასარმა" - 11 პროცენტი, ხოლო საარჩევნო ბლოკ "მუშათა აგრარულ-სამრეწველო კავშირს" 7 პროცენტი ერგო.
XS
SM
MD
LG