Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ კიევში სუუამის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ კიევში სუუამის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის
დამფუძნებელ სხდომაზე განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, არიან სახელმწიფოები, რომლებიც სეპარატიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში “ორმაგი სტანდარტებით” მოქმედებენ. ამით ეს სახელმწიფოები კვებავენ სეპარატიზმსა და ტერორიზმს. ბურჯანაძის თქმით, ამჟამად საქართველოსთვის მთავარი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ბრძოლა სეპარატიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ. სუუამი, რომელიც საქართველოს, უკრანიას, უზბეკეთს, აზერბაიჯანსა და მოლდოვას აერთიანებს, 1997 წელს შეიქმნა. დღეს უზბეკეთის გარდა ყველა წევრი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეებმა მოაწერეს ხელი დეკლარაციას საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ.
XS
SM
MD
LG