Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით


ისრაელის არმიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პალესტინელმა შეიარაღებულმა პირებმა

ისრაელის არმიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პალესტინელმა შეიარაღებულმა პირებმა
თავდასხმა მოაწყეს ღაზის სექტორში მდებარე ებრაულ დასახლებაზე. შეტაკების დროს დაიღუპა 3 ისრაელი ჯარისკაცი და 2 მოიერიშე. მესამე პალესტინელმა გაქცევა შეძლო და ის მოგვიანებით ურთიერთსროლის დროს მოკლეს. დღესვე ისრაელის ტანკები და ბულდოზერები შეიჭრნენ პალესტინელი ლტოლვილების ბანაკ ხან იუნისში, ხოლო ისრაელის შვეულმფრენმა რაკეტა ესროლა ღაზის სექტორში მდებარე დასახლებას. როგორც იუწყებიან, დაიჭრა სულ ცოტა 7 პალესტინელი.
XS
SM
MD
LG