Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის გარდამავალი პერიოდის მთავრობის ლიდერი


ერაყის გარდამავალი პერიოდის მთავრობის ლიდერი აიად ალაუი ფიქრობს, რომ მისი ქვეყანა წარმატებას მიაღწევს

ერაყის გარდამავალი პერიოდის მთავრობის ლიდერი აიად ალაუი ფიქრობს, რომ მისი ქვეყანა წარმატებას მიაღწევს
სტაბილიზაციის საქმეში. ამის შესახებ ალაუიმ ისაუბრა დღეს აშშ-ის კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე. მანვე აღნიშნა, რომ საყოველთაო არჩევნები ერაყში გეგმისამებრ იანვარში გაიმართება. ამასობაში კი ერაყში გრძელდებოდა ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკებები. ამერიკელმა სამხედროებმა გადაკეტეს ქალაქი სამარა და განახორციელეს საჰაერო იერიშები მეამბოხეების პოზიციად მიჩნეულ ადგილებზე. განხორციელდა ასევე იერიშები მეამბოხეებზე ბაღდადში, სადრის უბანში. ბრძოლაში, როგორც იუწყებიან, სულ მცირე 4 მეამბოხე და ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპნენ. იუწყებიან აგრეთვე, რომ იტალიის ფრთხილი გამოხმაურება მოჰყვა ცნობას (გავრცელებულს ერაყში მეამბოხეების ჯგუფის მიერ) ორი იტალიელი მძევალი ქალის მოკვლის შესახებ. ეს ქალები ბაღდადის ცენტრიდან 7 სექტემბერს გაიტაცეს შეიარაღებულმა პირებმა. იტალიის მთავრობის შეფასებით, ინფორმაცია ორი მძევლის მოკვლის შესახებ სანდო არ არის.
XS
SM
MD
LG