Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარასკევს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა


პარასკევს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

პარასკევს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
მან გაეროს უშიშროების საბჭო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიმართ პასიურობაში დაადანაშაულა. გთავაზობთ ნაწყვეტს ილჰამ ალიევის დღევანდელი გამოსვლიდან [ალიევის ხმა] "აზერბაიჯანის დაპყრობილი ტერიტორიები იქცა ერთგვარ ხელშეუხებელ ზონად, რომელსაც აზერბაიჯანის მთავრობა ვერ აკონტროლებს და რომელზეც არ ხორციელდება საერთაშორისო მონიტორინგი. თვითგამოცხადებული, უღიარებელი, ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა წარმოადგენს მუდმივ საფრთხეს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მთელ რეგიონში". ილჰამ ალიევმა ასევე დაადანაშაულა ეუთოს ე.წ. მინსკის ჯგუფი, რომელსაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში შუამავლის როლი ეკისრება. ალიევმა მოუწოდა გაეროსა და დონორ ქვეყნებს მილიონამდე აზერბაიჯანელი დევნილის დახმარებისკენ, რომლებიც 1988-93 წლების კონფლიქტის გამო იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მთიანი ყარაბაღი.
XS
SM
MD
LG