Accessibility links

logo-print

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქამალ


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქამალ ხარაზიმ განაცხადა, რომ ირანის მთავრობა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქამალ ხარაზიმ განაცხადა, რომ ირანის მთავრობა
ყველა ღონეს იხმარს საერთაშორისო საზოგადოებრიობის დასარწმუნებლად იმაში, რომ ირანის ბირთვული პროგრამები მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ხარაზიმ გაეროს გენერალურ ასამბლეას მოახსენა ისიც, რომ ირანს ამის სრული უფლება აქვს. რაც შეეხება გავრცელებულ ეჭვებს ირანში ბირთვული პროგრამების იარაღის შექმნისთვის წარმოების შესახებ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი იძლევა პირობას, რომ მათ გასაბათილებლად ირანის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს. ხარაზის გამოსვლა იყო გამოხმაურება საერთაშორისო საზოგადოებრიობის მოწოდებებზე, მათ შორის რუსეთისაზეც: ვლადიმირ პუტინმა გარდა იმისა, რომ ირანს გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდა, დღეს განაცხადა, რომ რუსეთი ე.წ. "ატომური კლუბის გაფართოების" წინააღმდეგია: [პუტინის ხმა] "ირანის ხელმძღვანელობისგან არაერთხელ მსმენია, რომ მათი ქვეყანა არ ილტვის ატომური იარაღის შექმნისკენ. ჩვენ მივესალმებით ასეთ პოზიციას, მაგრამ მას გამყარება სჭირდება. საერთაშორისო საზოგადოებრიობა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს მართლაც ასეა". გასულ კვირაში გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ირანს ურანის გამდიდრების პროგრამების შეჩერებისკენ მოუწოდა. ირანმა უარყო ეს მოწოდება და განაცხადა, რომ მას უკვე დაწყებული აქვს დიდი რაოდენობით ურანის გამდიდრებისთვის მომზადება. მიუხედავად შეერთებული შტატების მხრიდან კრიტიკისა, რუსეთი ირანს ბირთვული რეაქტორის მშენებლობაში ეხმარება. ირანი ირწმუნება, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოებისთვის სჭირდება.
XS
SM
MD
LG