Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთშაბათს ღამით ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში


ხუთშაბათს ღამით ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაკავებული ქართული

ხუთშაბათს ღამით ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაკავებული ქართული
სამშვიდობო ძალების წარმომადგენელი ოთხივე ჯარისკაცი პარასკევს გაათავისუფლეს. ამის შესახებ სააგენტო პრაიმ ნიუსს სამშვიდობო ბატალიონის მეთაურმა ალექსანდრე კიკნაძემ აცნობა. კიკნაძე პარასკევს, მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასთან. შიდა ქართლის პოლიციის თანახმად, ჯარისკაცები რუსეთისა და სამხრეთი ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების სამშვიდობო ნაწილების წევრებმა დააკავეს, როდესაც ქართველ ჯარისკაცებს სოფელ ფრისთან ყაზარმაში დასაბრუნებელი გზა აებნათ. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ქართველების კუთვნილი ავტომანქანის დაბრუნების თაობაზე.
XS
SM
MD
LG