Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუუამის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა


სუუამის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ ნიუ-იორკში გამართულ სხდომაზე

სუუამის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ ნიუ-იორკში გამართულ სხდომაზე
დადებითად შეაფასა 2004 წლის სამოქმედო პროგრამის წარმატებული მიმდინარეობა და აღნიშნა ამ გაერთიანების ფარგლებში შემუშავებული პროექტების - "ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობა", "სუუამის ანტიტერორისტული ვირტუალური ცენტრი და სახელმწიფოთაშორისი საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის" მნიშვნელობა. სუუამის მინისტრთა საბჭოს წლევანდელ სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია უზბეკეთის მხარეს. სუუამის ეს სხდომა გაეროს გენერალური ასამბლეის 59-ე სესიის მსვლელობისას შედგა. მომავალი შეხვედრის ჩატარება კი ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ფარგლებში ბულგარეთშია დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG