Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლინ პაუელი ერაყის ხელშესაწყობად საერთაშორისო


კოლინ პაუელი ერაყის ხელშესაწყობად საერთაშორისო კონფერენციის მოწყობას ითხოვს

კოლინ პაუელი ერაყის ხელშესაწყობად საერთაშორისო კონფერენციის მოწყობას ითხოვს
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ ასეთი შეკრება მართლაც მოეწყობა და მასში მონაწილეობას დასავლეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები მიიღებენ. “ნიუ-იორკ ტაიმსში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში პაუელი აღნიშნავს, რომ ერაყის დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრი იად ალავი ასეთი საერთაშორისო დახმარების მისაღებად მზად არის. რადგანაც იანვარში არჩევნების ჩატარება ერაყის მომავლისთვის სასიცოცხლო საკითხს წარმოადგენს. ექსპერტები იდეას ემხრობიან, მაგრამ გამოთქვამენ ეჭვს, რომ ხსენებული კონფერენცია, შესაძლოა, ჯორჯ ბუშის მიერ პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას დაემსგავსოს. რადგანაც ამჟამად შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნო კამპანიაა გაჩაღებული.
XS
SM
MD
LG