Accessibility links

logo-print

ერაყში გაათავისუფლეს ირანელი დიპლომატი, რომელიც


ერაყში გაათავისუფლეს ირანელი დიპლომატი, რომელიც აგვისტოდან იყო გატაცებული.

ერაყში გაათავისუფლეს ირანელი დიპლომატი, რომელიც აგვისტოდან იყო გატაცებული.
მისი განთავისუფლება დაადასტურა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ფარიდუნ ჯაჰანი ქარბალაში კონსული იყო, ახლა ის სამშვიდობოზეა, ბაღდადშია, ირანის საელჩოში. ერაყში დღეს 11 კაცი მოკლეს შეტაკებების დროს. აშშ-ის არმიამ ბაღდადის სადრის-ქალაქში საჰაერო თავდასხმის დროს 5 კაცი მოკლა. გზის პირას აფეთქებელმა ბომბმა კი, ბაკუბაში 5 ერაყელი შეიწირა. ერაყის გვარდიის სულ მცირე ერთი მებრძოლი დაიღუპა მოსულში მანქანაში ბომბის აფეთქების შედეგად. დღესვე ერაყის განსახლების და მიგრაციის მინისტრმა ვარდამ ერაყელი ლტოლვილები, ვისაც შინ დაბრუნება სურს, გააფრთხილა ცოტა მოიცადონ, მისი თქმით, არ არის ჯერ ათასობით ადამიანის დაბრუნებისთვის ვითარება მომზადებული ერაყში.
XS
SM
MD
LG