Accessibility links

logo-print

თბილისში ვიზიტად იმყოფება აზერბაიჯანის საგარეო


თბილისში ვიზიტად იმყოფება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამადიაროვი,

თბილისში ვიზიტად იმყოფება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამადიაროვი,
რომელმაც დღეს მოლაპარაკებები გამართა ორმხრივ ურთიერთობასა და რეგიონში უშიშროების საკითხებზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ მამადიაროვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ყურადღების ცენტრში იდგა ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენთან დაკავშირებული საკითხები. გეგმის მიხედვით, ამ მილსადენის მშენებლობა 2006 წელს უნდა დამთავრდეს. დღესვე მამადიაროვი შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს, ხვალ ბაქოში გაფრენამდე კი მოლაპარაკებას გამართავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
XS
SM
MD
LG