Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში, ზაბულის პროვინციაში საფარიდან თავს


ავღანეთში, ზაბულის პროვინციაში საფარიდან თავს დაესხნენ ავღანელი მილიციელების პატრულს

ავღანეთში, ზაბულის პროვინციაში საფარიდან თავს დაესხნენ ავღანელი მილიციელების პატრულს
და 3-საათიანი ურთიერთსროლის დროს 4 ავღანელი ჯარისკაცი მოკლეს. როგორც ვარაუდობენ, იერიში თალიბანის ერთგულმა მეომრებმა მოაწყეს. პოლიციის წარმომადგენელ ჯაილანი ხანის განცხადებით, მოიერიშეები 20-მდე კაცი იყვნენ, რომელთაგან ორი დაიღუპა, ორი კი შეპყრობილია. პროვინცია ზაბულს, როგორც იუწყებიან, თალიბანის ბევრი მომხრე შემორჩა და ხშირია თავდასხმები მთავრობის ჯარებსა და ამერიკელების პატრულზე. ჯაილანი ხანის განცხადებით, ზაბულში უშიშროების მკაცრ ზომებს მიიღებენ 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG