Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამართა


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამართა ბრიფინგი, რომელზეც რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის ხელფასებისა და პენსიების უდიდესი ნაწილის გასტუმრებას.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამართა ბრიფინგი, რომელზეც რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის ხელფასებისა და პენსიების უდიდესი ნაწილის გასტუმრებას.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა ასევე, რომ საქართველოში დაწყებულია გზების მშენებლობა, რაც საბიუჯეტო შემოსავლების მატების შედეგია. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სააკაშვილი შეეხო, საკადრო სიახლეები იყო. მისი განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად წარდგენილია გიგი უგულავა, იმერეთის გუბერნატორად გია გეწაძე და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად - გოგა ხაჩიძე. სააკაშვილმა გააკეთა ასევე განცხადება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი ალასანიას წარდგენის შესახებ.
XS
SM
MD
LG