Accessibility links

წუხელ 400-მდე ლტოლვილი ნავებით მიადგა


წუხელ 400-მდე ლტოლვილი ნავებით მიადგა იტალიის კუნძულ ლაპედუზას სანაპიროებს.

წუხელ 400-მდე ლტოლვილი ნავებით მიადგა იტალიის კუნძულ ლაპედუზას სანაპიროებს.
ამ თვეში უკვე მეორედ აღირიცხა ასეთი შემთხვევა. საინფორმაციო სააგენტო "ფრანს-პრესის" ცნობით, ლტოლვილები პალესტინელები არიან. ამ ცნობის ფონია ევროკავშირში მიმდინარე დისკუსია იმის შესახებ, მიზანშეწონილია თუ არა იმიგრანტების მისაღები ბანაკების განთავსება ევროკავშირის საზღვრებს გარეთ, მაგალითად ლიბიაში ან უკრაინაში. ამ საკითხზე ხვალ იმსჯელებენ ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები.
XS
SM
MD
LG