Accessibility links

logo-print

დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რსეპუბლიკის


დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რსეპუბლიკის უმაღლესი საბჭო აფხაზეთში 3 ოქტომბრის

დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რსეპუბლიკის უმაღლესი საბჭო აფხაზეთში 3 ოქტომბრის
საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტისაკენ მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას. ამის შესახებ ნათქვამია საბჭოს მიერ დღეს მიღებულ განცხადებაში. განცხადებაში გამოთქმულია აზრი, რომ საპრეზიდენტო არჩევნები - ეს არის სეპარატისტული რეჟიმისა და მისი მოსკოველი მფარველების მიერ დადგმული მორიგი ფარსი და რომ ლეგიტიმური არჩევნების ჩატარება შესაძლებელი გახდება მხოლოდ დევნილი მოსახლეობის მშობლიურ მიწა-წყალზე დაბრუნების, გახლეჩილი საზოგადოების გამთლიანების, კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების შემდეგ. იუწყებიან ასევე, რომ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დღევანდელ სესიაზე საბჭოს 23-ვე წევრი მიემხრო აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი ალასანიას დანიშვნას.
XS
SM
MD
LG