Accessibility links

logo-print

გაეროს უმაღლესი რანგის წარმომადგენლები გამოვიდნენ


გაეროს უმაღლესი რანგის წარმომადგენლები გამოვიდნენ რეკომენდაციით, რომ საერთაშორისო პოლიციის შენაერთი გაიგზავნოს სუდანში, დარფურის რეგიონში,

გაეროს უმაღლესი რანგის წარმომადგენლები გამოვიდნენ რეკომენდაციით, რომ საერთაშორისო პოლიციის შენაერთი გაიგზავნოს სუდანში, დარფურის რეგიონში,
რათა იქ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე იზრუნოს. ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს კომისარმა ლუის არბურმა და უწყების წარმომადგენელმა ხუან მენდესმა დღეს აღნიშნეს გაეროს უშიშროების საბჭოში, რომ დარფურში ბოლო არ მოღებია ჰუმანიტარულ კრიზისს.
უშიშროების საბჭო მოგვიანებით მოისმენს სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას, ვიდრე მიიღებდეს გადაწყვეტილებს მორიგი ზომების თაობაზე. გაეროს ინფორმაციით,დარფურში მთავრობის მომხრე შეიარაღებულ ჯგუფებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკებებმა გასული წლიდან მოყოლებული 50 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ადგილნაცვალ პირთა რიცხვი 1,5 მილიონს აღემატება.
XS
SM
MD
LG