Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ოფიციალური წყაროების ცნობით, პრემიერ-მინისტრი


ისრაელის ოფიციალური წყაროების ცნობით, პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი მიემხრო ღაზის სექტორში

ისრაელის ოფიციალური წყაროების ცნობით, პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი მიემხრო ღაზის სექტორში
ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის გეგმას. შარონი მრჩევლებს შეხვდა მას შემდეგ, რაც დღეს ღაზაში მომხდარ შეტაკებებში სულ მცირე 24 პალესტინელი და 3 ისრაელი დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის მინისტრი შაულ მოფაზი გამოვიდა იერიშის განხორციელების და ჩრდილოეთი ღაზის სექტორის ხელახალი ოკუპირების რეკომენდაციით. დღეს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ჯარები შეიჭრნენ ღაზაში, ჯაბალიის ლტოლვილთა ბანაკში. სამხდროების განმარტებით, ოპერაციის მიზანია, ბოლო მოეღოს ჯაბალიის ბანაკიდან სარაკეტო იერიშებს. ერთმა ასეთმა იერიშმა გუშინ ისრაელში ორი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG