Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა დამცველების განცხადებით, საქართველოში იმატა ადამიანის უფლებების დარღვევათა ფაქტებმა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პროგრამას ადამიანის უფლებების თემით განვაგრძობთ. როგორც გახსოვთ, საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვა წინა ხელისუფლების ე.წ. აქილევსის ქუსლი გახლდათ.

ახლაც, სამართალდამცავ ორგანოებში დაწყებული რეფორმების მიუხედავად, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები კვლავ საუბრობენ პოლიციის მხრიდან გამოჩენილი თავნებობის ფაქტების შესახებ. წინასწარი დაკავების საკნებში წამების ფაქტების გახშირებაზე საუბრობს საქართველოს ახალი ომბუდსმენიც, რომლის პროგნოზითაც, ეს სენი დაუსჯელობის სინდრომის არსებობის პირობებში ვერ აღმოიფხვრება.
დღეს რადიო “თავისუფლების” თბილისის სტუდიის სტუმარია „სასამართლო ექსპერტიზის განვითარების“ ფონდის პრეზიდენტი მაია ნიკოლეიშვილი, რომლის დამოუკიდებელი ექსპერტიზის საფუძველზე წინა წლებში არაერთმა ადამიანმა შეძლო საკუთარი უფლებების დაცვა. ბუნებრივია, თამარ ჩიქოვანისა და მაია ნიკოლეიშვილის საუბარი სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას შეეხო.

იხ. აუდიოვერსია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG