Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა ვლადისლავ


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა ვლადისლავ არძინბამ

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა ვლადისლავ არძინბამ
1 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოსახლეობას სიფხიზლისა და სიმტკიცისკენ მოუწოდა. არძინბას განცხადებაში ნათქვამია: "ჩვენს ქვეყანას მრავალი წლის მანძილზე პირველად გამოუჩნდა დამოუკიდებლობის განმტკიცების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შანსი. რუსეთმა მტკიცედ განაცხადა მეგობარი აფხაზეთის მხარდაჭერის განზრახვის შესახებ... რა თქმა უნდა, იქნება მცდელობა ყველა საშუალებით ხელი შეუშალონ ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცებას, მშვიდობიან და უზრუნველყოფილ ცხოვრებას და რუსეთთან მრავალმხრივი ურთიერთობის განმტკიცებას. ამისთვის გამოყენებული იქნება ყველა არსებული საშუალება, მათ შორის - ფინანსური და სამხედრო. სამწუხაროდ, აფხაზეთში არიან ძალები, რომლებიც უპასუხისმგებლო ნაბიჯებს დგამენ და ცდილობენ არჩევნების ჩაშლასა და რესპუბლიკაში დესტაბილიზაციის შექმნას", - ეს გახლდათ ნაწყვეტი ვლადისლავ არძინბას დღევანდელი განცხადებიდან, რომელიც 3 ოქტომბრის არჩევნების ჩატარების შემთხვევაში აფხაზეთის მოსახლეობას ნათელ მომავალს ჰპირდება. ცნობილია, რომ ვლადისლაბ არძინბა რაულ ხაჯიმბას კანიდადტურას უჭერს მხარს.
XS
SM
MD
LG