Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატების ჯონ


შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატების ჯონ კერისა და ჯორჯ ბუშის

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატების ჯონ კერისა და ჯორჯ ბუშის
პირველი დებატების შემდეგ შტატებში სამი გამოკითხვა ჩატარდა, რომლებმაც ნათელყო, რომ პირველი დებატებმა დემოკრატი კერის უპირატესობა წარმოაჩინა. დებატების მთავარი თემა, საგარეო პოლიტიკა იყო. პრეზიდენტობის კანდიდატების კომენტარები ძირითადად ერაყში ომსა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხებოდა. ჯონ კერიმ ჯორჯ ბუში ერაყში ომისთვის მოუმზადებლობაში დასდო ბრალი: [კერის ხმა] "პრეზიდენტი ბუში ერაყის ომში მშვიდობის დამყარების გეგმის გარეშე გადაეშვა. ახლა განსჯის საგანი აღარ არის რა უნდა გააკეთოს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა . არ შეიძლება ამერიკის ომში ჩართვა, როცა არ გაგაჩნია მშვიდობის დამყარების გეგმა". ჯორჯ ბუშმა საპასუხოდ კერი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ის თავდაპირველად მხარს უჭერდა ერაყში ომის დაწყებას და ახლა საპირისპირო პოზიციაზე დადგა:[ბუშის ხმა] "ჩემს ოპონენტს სურს თქვენ დაგავიწყოთ ის, რომ მან ხმა მისცა ერაყში ძალის გამოყენებას და ახლა კი აცხადებს, რომ ეს ომი უდროო და უადგილოა. არ მესმის როგორ შეიძლება წარმატებას მიაღწიო ერაყში, თუკი ამ ომს შეცდომას, უადგილოსა და უდროოს უწოდებ. რას ამცნობთ ამით ჩვენს სამხედროებს, ჩვენს მოკავშირეებსა და ერაყელებს?" დემოკრატთა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯონ ედვარდსიც კერის მსგავსად აკრიტიკებს ბუშის პოლიტიკას ერაყთან მიმართებაში: [ედვარდსის ხმა] "ორიოდე ადამიანი თუ დარჩა, ვისაც ჰგონია, რომ ერაყში შეცდომა არ დაშვებულა და იქ ყველაფერი კარგად მიდის – ეს ორი ადამიანი ჯორჯ ბუში და დიკ ჩეინი არიან. არა უშავს, ყველაფერი დროის ამბავია და შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფანტაზიების სამყაროდან პლანეტა დედამიწაზე დაეშვება, იქ, სადაც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ". 2 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯორჯ ბუშისა და ჯონ კერის შორის კიდევ ორჯერ გაიმართება დებატები.
XS
SM
MD
LG