Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი აცხადებს


საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს ევროკავშირში

საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს ევროკავშირში
თურქეთის გაწევრიანების შესახებ ეროვნული რეფერენდუმის ჩატარებას. გერმანიის კანცლერ გერჰარდ შროდერთან შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ რეფერენდუმი ახლო მომავალში არ ჩატარდება. შირაკის განცხადებით, ევროკავშირში თურქეთის სრულუფლებიან წევრობას 10-15 წელი დასჭირდება. შროდერმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტის პოზიციას. მან აგრეთვე დასძინა: [შროდერის ხმა] იცით, რომ გერმანიაში ჩვენი კონსტიტუცია ამ საკითხებზე რეფერენდუმის ჩატარებას კრძალავს, მაგრამ ჩვენთანაც კამათობენ იმაზე, ხომ არ განავრცონ კონსტიტუცია. ვერ ვიტყვი მოუსწრებს თუ არა ასეთი რამ რატიფიკაციის პროცესს, მაგრამ ვერც გამოვრიცხავ. ეს საპარლამენტო საქმეა".
XS
SM
MD
LG