Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როინ



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როინ მეტრეველმა პარასკევს თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან უნივერსიტეტის დიდ საბჭოს განუცხადა. მეტრეველის თქმით, უნივერსიტეტში გაიმართება არჩევნები და უნივერსიტეტის დიდი საბჭო აირჩევს იმას, ვისაც საჭიროდ ჩათვლის. კანდიდატურების დასახელებისგან მეტრეველმა თავი შეიკავა. რექტორის ერთ-ერთ კანდიდატურად საქართველოს ელჩი იტალიაში რუსუდან ლორთქიფანიძე განიხილება.
XS
SM
MD
LG