Accessibility links

logo-print

3 ოქტომბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპულიკაში


3 ოქტომბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპულიკაში საპრეზიდენტო არჩევნები

3 ოქტომბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპულიკაში საპრეზიდენტო არჩევნები
ტარდება. ეს არჩევნები საქართველოსა და საერთაშორისო თანამგობრობის მიერ წინასწარ შეფასდა, როგორც უკანონო. არასამთავრობო ორგანიზაცია "მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების ინსტიტუტის" ექსპერტი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ გალის რაიონის ქართულმა მოსახლეობამ მონაწილეობა უნდა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები უკანონოა და მას იურიდიული ძალა არ ექნება. "გალის რაიონი ყველაზე რთული რაიონია აფხაზეთში და თუ ქართველები მონაწილეობას მიიღებენ არჩევნებში, მათ შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ არჩევნების საბოლოო შედეგებზე. თბილისს კი არანაირი მორალური უფლება არ ექნება გაამტყუნოს ისინი", - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. 3 ოქტომბერს აფხაზეთში მეთვლაყურის სტატუსით ჩასვლას აპირებს რუსეთის რამდენიმე დეპუტატი.
XS
SM
MD
LG