Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია
არ დახუჭავს თვალს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე. ფიშერის თქმით, "გერმანიასა და რუსეთს წინ რთული გზა აქვთ". ფიშერის თანახმად, გერმანიის კანცლერი გერჰარდ შროდერი რუსეთთან "რთულ მოლაპარაკებებს" აწარმოებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე. გასულ თვეში გერმანია არ შეუერთდა შეერთებულ შტატებს, როცა ეს უკანასკნელი რუსეთის პრეზიდენტს ბესალანის ტრაგედიის შემდეგ საკუთარი ძალაუფლების დამატებით გაძლიერებას შეუდგა.
XS
SM
MD
LG