Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შაბათს


ბოსნიის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შაბათს ამომრჩევლის

ბოსნიის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შაბათს ამომრჩევლის
დაბალი აქტივობა შეინიშნებოდა. ბოსნიელები 68 პარტიის 27 ათას კანდიდატს შორის 142 მუნიციპალიტეტისთვის მერებსა და ადგილობრივი საბჭოს წევრებს ირჩევდნენ. 16 საათამდე არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მხოლოდ 35 პროცენტს ჰქონდა მიღებული. ეს არის ომის შემდგომი პირველი არჩევნები ბოსნიაში, რომელსაც მთლიანად ბოსნიის მთავრობა აფინანსებს და ასევე პირველი არჩევნები, როცა ბოსნიის ქალაქების მერებს ირჩევენ. არჩევნების საბოლოო შედეგები 30 დღეში იქნება ცნობილი. არჩევნებზე მეთვალყურეობას ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ახორციელებს.
XS
SM
MD
LG