Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალიდან დევნილთა ყოველდღიური ყოფა და იმედები


საქართველოში როდესაც დევნილებზე ლაპარაკობენ, ყურადღებას, ძირითადად, აფხაზეთიდან დევნილებზე ამახვილებენ ხოლმე. თუმცა საქართველოში იძულებით

ადგილნაცვალ პირთა შორის მრავლად არიან ცხინვალის რეგიონის მკვიდრნიც. მათი ერთი ნაწილი გორის რაიონშია განსახლებული, ნაწილი თბილისში და ნაწილიც ნათესავებთანაა შეკედლებული. და ასე გრძელდება აგერ უკვე მეთოთხმეტე წელია. ამ ხნის მანძილზე ცხინვალიდან დევნილთა მნიშვნელოვანი ნაწილი ისე შეეთვისა დროებით საცხოვრებელ გარემოს, რომ დიდად არ ხიბლავს ცხინვალის რეგიონში დაბრუნების პერსპექტივა. მეორე ნაწილი კი იმედით შეჰყურებს მომავალს და საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნებაზე ოცნებობს. სწორედ მათ ყოველდღიურ ყოფასა და იმედებზე მინდა გესაუბროთ.

[ისმის სროლების ხმა]

ავტომატური იარაღიდან და მძიმე საარტილერიო დანადგარებიდან სროლისა და აფეთქებების ხმა იმ კუთხეში, შიდა ქართლში, ორიოდე თვის წინაც ისევე ისმოდა, როგორც 14 წლის წინ. თუმცა ამჯერად კონფლიქტის ლოკალიზება მოხერხდა და საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან აიცილა ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა რაოდენობის ზრდა. მათი რაოდენობა კი, ვინც 14 წლის წინ ცხინვალის რეგიონში საკუთარი საცხოვრებლები იძულებით მიატოვა, 10 ათასს უტოლდება.

ეს არცთუ დიდი ციფრია აფხაზეთიდან დევნილთა რაოდენობასთან შედარებით, თუმცა ამ მცირერიცხოვანი დევნილების საკუთარ სახლებში დასაბრუნებლად ხელისუფლებას ბევრი არაფერი გაუკეთებია.
მათი დაბრუნება არც მაშინ ყოფილა პრიორიტეტი, როდესაც ამ ორიოდე თვის წინ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სროლები განახლდა. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ პრიორიტეტად გამოაცხადა კონტრაბანდასთან ბრძოლა და ცხინვალის რეგიონის ქართული მოსახლეობის დაცვა.

[დევნილების ხმა]
დათო
ვლადიმერი
მარიამ
ცირა

ესენი არიან ქალაქ ცხინვალიდან დევნილი მოქალაქეები. მათ მე ქალაქ გორში, სასტუმრო ”ქართლში”, შევხვდი. ამ საბჭოთა სტანდარტებით აშენებულ სასტუმროს ვიწრო ოთახებში ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 300-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი დიდი ნაწილი სხვადასხვა საქმითაა დაკავებული, რაც დევნილებს თავის რჩენის საშუალებას აძლევს. ცხინვალიდან დევნილები უკვე კარგა ხანია სასტუმროში ცხოვრებას შეეგუვნენ და ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრირებაც კი მოახერხეს.
მიუხედავად ამისა, მათი ნაწილი მაინც აცხადებს, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შემდეგ ცხინვალში დაბრუნებაზე უარს არ იტყოდა:

[მარიამ არჩვაძის ხმა]

ეს არის ცხინვალიდან დევნილი მარიამ არჩვაძე, რომელმაც 14 წლის წინ დედასთან ერთად დატოვა საკუთარი საცხოვრებელი. მარიამზე გაცილებით ოპტიმისტურადაა განწყობილი პენსიონერი ვლადიმერ ბაჯიაშვილი:

[ვლადიმერ ბაჯიაშვილის ხმა]

გაცილებით პრაგმატულად და კრიტიკულადაა განწყობილი დავით კასრაძე, რომელიც ცხინვალიდან დევნილი ახალგაზრდობის დიდი ნაწილის აზრს გამოხატავს:

[დავით კასრაძის ხმა]

დავით კასრაძის და მისი თანატოლების ასეთ პოზიცია ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა რეალური მდგომარეობითაა განპირობებული. საქართველოს სახელმწიფო მათ მხოლოდ 11-დან 14 ლარამდე ყოველთვიური შემწეობით ეხმარება. სახელმწიფოს მაღალჩინოსნები კი უმაღლეს დონეზე გამართულ მოლაპარაკებებზე ცხინვალის წყალ-კანალიზაციისა და სხვა ინფრასტრუქტურის აღდგენაზე უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე დევნილების დაბრუნებაზე. საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებიც კი, რომლებშიც 7,5 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა ცხინვალის რეგიონის აღსადგენად, გვერდს უვლის რეგიონიდან დევნილთა დაბრუნების პრობლემატიკას და უფრო რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებაზეა ორიენტირებული.

[ისმის ”გაფრინდი შავო მერცხალო”]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG