Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის საჰაერო დარტყმებმა ღაზის სექტორში


ისრაელის საჰაერო დარტყმებმა ღაზის სექტორში, სულ მცირე, 3 პალესტინელის სიცოცხლე შეიწირა.

ისრაელის საჰაერო დარტყმებმა ღაზის სექტორში, სულ მცირე, 3 პალესტინელის სიცოცხლე შეიწირა.
დღესვე ისრაელის ტანკის მიერ გასროლილი ჭურვით რამდენიმე ადამიანი დაიჭრა ღაზაში, ჯაბალიის ლტოლვილთა ბანაკის სამხრეთით. ჯაბალიასა და მის მიდამოებზე ისრაელის ჯარების ფართომასშტაბიანი იერიშის დაწყებიდან 50-ზე მეტი პალესტინელია მოკლული. ეს იერიში მოჰყვა ოთხშაბათს რაკეტით განხორციელებული იერიშის შედეგად ისრაელის დასახლებაში 2 ბავშვის დაღუპვას. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა პირობა დადო, რომ ღაზაში არმიის შეტევა გაგრძელდება, ვიდრე პალესტინელი მეამბოხეები არ შეწყვეტენ ისრაელისათვის რაკეტების დაშენას.
XS
SM
MD
LG