Accessibility links

logo-print

ერაყში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების


ერაყში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ჯარები აცხადებენ, რომ აღადგინეს კონტროლი ქალაქ სამარაზე

ერაყში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ჯარები აცხადებენ, რომ აღადგინეს კონტროლი ქალაქ სამარაზე
მეამბოხეებთან რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ. ამერიკელმა გენერალ-მაიორმა ჯონ ბატისტმა ოპერაციას წარმატებული უწოდა. ლაპარაკია 300-მდე ამერიკელი და 2000-მდე ერაყელი ჯარისკაცის იერიშზე სამარაში მეამბოხეების ხელში მყოფი რაიონების ასაღებად. ოპერაციის მსვლელობაში მოკლეს 125-მდე და შეიპყრეს 88 მეამბოხე. ამასობაში, ერაყში ორგანიზაციამ "წითელი ნახევარმთვარე" შეშფოთება გამოთქვა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის, აგრეთვე სამარაში საკვებისა და სასმელი წყლის ნაკლებობის გამო. იუწყებიან ასევე, რომ ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ღამით ფალუჯა დაბომბეს - ქალაქი, რომელსაც ასევე მეამბოხეები აკონტროლებენ. ფალუჯის მთავარი საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის ინფორმაციით, ოპერაციის შედეგად დაიღუპა 2 და დაიჭრა 10 სამოქალაქო პირი.
XS
SM
MD
LG