Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში "საპრეზიდენტო" არჩევნები


აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში "საპრეზიდენტო" არჩევნები გაიმართა.

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში "საპრეზიდენტო" არჩევნები გაიმართა.
სეპარატისტების ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 ოქტომბრის არჩევნები ჩატარებულად გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 50 პროცენტზე მეტმა. საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, ეგზიტ-პოლის მიხედვით, პრეზიდენტობის 5 კანდიდატიდან, გამარჯვება მოიპოვა პრემიერ-მინისტრმა რაულ ხაჯიმბამ (ის სეპარატისტების ყოფილ ლიდერ ვლადისლავ არძინბასა და რუსეთის პოლიტიკური ელიტის მხარდაჭერით სარგებლობს), რომელსაც ხმების 56 პროცენტი ერგო. მეორე ადგილზეა კომპანია "ჩერნომორენერგოს" ხელმძღვანელი სერგეი ბაღაფში (25 პროცენტი). თუმცა, ვრცელდება ამის საწინაღამდეგო ინფორმაციაც: ეგზიტ-პოლების მიხედვით, ბაღაფშის გამარჯვების შესახებ. საქართველო, ისევე როგორც მთელი საერთაშორისო საზოგადოება, აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს და მის შედეგებს არ ცნობს.
XS
SM
MD
LG