Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორშაბათს სტრასბურგში დაიწყო ევროსაბჭოს საპარლამენტო


ორშაბათს სტრასბურგში დაიწყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა,

ორშაბათს სტრასბურგში დაიწყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა,
რომელიც 8 ოქტომბრამდე გასტანს. სხდომაში მონაწილეობს საქართველოს დელეგაციაც. ხუთშაბათისთვის დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის გამოსვლა. რუსეთის საპარლამენტო დელეგაციას კი თან ახლავან ჩეჩნეთისა და ინგუშეთის პრეზიდენტები – ალუ ალხანოვი და მურატ ზიაზიკოვი, აგრეთვე რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე სერგეი ფრიდინსკი. საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საგანგებო პროცედურის ჩარჩოებში განიხილება ტერორიზმის პრობლემა ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე პიტერ შიდერმა ორშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა:[შიდერის ხმა] "მიმდინარე საკითხების" ეგიდით დებატები ამჯერად საქართველო-რუსეთის ურთიერთობას შეეხება. საქართველომ მოითხოვა, რომ ამ დებატების დაწყებამდე საშუალება მივცეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ბურჯანაძეს, რომელიც არ არის ასამბლეის წევრი, მონაწილეობა მიიღოს დებატებში. ბიურომ გადაწყვიტა მისცეს მას ასეთი შანსი. და თუკი მსგავსი მოთხოვნა ექნება რუსეთის მხარესაც, რუსეთსაც მიეცეს ამის საშუალება". საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ დებატები გაიმართება ხუთშაბათს სტრასბურგის დროით 17 საათსა და 30 წუთზე. მანამდე, ანუ ხუთშაბათს დილით საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ალვარო ხილ რობლესი მიმართავს, რის შემდეგაც დაგეგმილია ჩეჩნეთის პრეზიდენტ ალუ ალხანოვის გამოსვლა. 5 ოქტომბერს ევროსაბჭოს ახალი 46-ე წევრი შეემატება მონაკოს სახით. გაწევრიანების ცერემონიამდე სტრასბურგში სიტყვას წარმოთქვამს მონაკოს პრინცი ალბერტი.
XS
SM
MD
LG