Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2004 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა


2004 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის სფეროში მიღწევისათვის

2004 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის სფეროში მიღწევისათვის
ამერიკელებს – რიჩარდ აქსელსა და ლინდა ბაკს მიენიჭათ მათი ნოვატორული ნაშრომისთვის ადამიანების მიერ სუნის აღქმის საკითხზე. მედიცინის დარგში ნობელის პრემიის მინიჭების შესახებ გამოცხადდა დღეს შვედეთის დედაქალაქში. პრემია ითვალისწინებს მილიონ 300 ათასი დოლარის ჩეკის გადაცემასაც. თანხას ორი ლაურეატი გაიყოფს. ნობელის აკადემიის მდივანმა გამარჯვებულების ვინაობა შვედურ ენაზე გამოაცხადა: [ნობელის აკადემიის მდივნის ხმა] "ნობელის ასამბლეამ დღეს გადაწყვიტა ფიზიოლოგიასა და მედიცინაში 2004 წლის ნობელის პრემია ერთობლივად გადასცეს რიჩარდ აქსელსა და ლინდა ბაკს მათ მიერ სუნის აღმქმელი რეცეპტორებისა და ყნოსვითი სისტემის ორგანიზაციის საკითხებში აღმოჩენისათვის." რიჩარდ აქსელი ნიუ იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტში მოღვაწეობს. ლინდა ბაკი კი სიეტლის ფრედ ჰატჩისონის სიმსივნის კვლევის ცენტრის თანამშრომელი გახლავთ.
XS
SM
MD
LG