Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერძო პირების მიერ აგებული პირველი


კერძო პირების მიერ აგებული პირველი კოსმოსური ხომალდის მესვეურებმა

კერძო პირების მიერ აგებული პირველი კოსმოსური ხომალდის მესვეურებმა
10 მილიონ დოლარიანი პრიზი მოიგეს იმის გამო, რომ ერთ კვირაზე ნაკლები პერიოდის მანძილზე ხომალდმა ორჯერ შეძლო ატმოსფეროდან გასვლა. წინასწარი სარადარო მონაცემებით "სპეისშიპვანი" დედამიწიდან 114 კილომეტრზე აფრინდა, ანუ გასცდა ატმოსფეროს და კალიფორნიაში ასაფრენ ბაზაზე დაბრუნდა. წინა გაფრენა ხომალდმა გასულ ოთხშაბათს შეასრულა. კერძო პირების მიერ აგებული პირველი კოსმოსური ხომალდის პილოტი ბრაიან ბინი დღევანდელ ფრენას "ცხოვრების ყველაზე მძაფრი ემოცია" უწოდა: [ბინის ხმა] "მსგავსი არაფერი მინახავს. მსგავსი რამის მონაწილე არასდროს ვყოფილვარ და გეტყვით, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მძაფრი ემოცია. ეს იყო ბოლო ორნახევარი-სამი წლის მანძილზე უამრავი ადამიანის უმძიმესი შრომა, რომელიც დღეს ფანტასტიკური კულმინაციით დასრულდა". 10 მილიონ-დოლარიანი პრიზი, რომელიც ხომალდის ავტორებმა მიიღეს კოსმოსური ტურიზმის განვითარებას უნდა მოხმარდეს. ეს პრიზი კერძო ფონდმა დააწესა.
XS
SM
MD
LG