Accessibility links

logo-print

ევროკომისიის წევრმა, გიუნტერ ფერჰოიგენმა, რომელიც


ევროკომისიის წევრმა, გიუნტერ ფერჰოიგენმა, რომელიც ევროკავშირის გაფართოების

ევროკომისიის წევრმა, გიუნტერ ფერჰოიგენმა, რომელიც ევროკავშირის გაფართოების
საკითხებშია კომპეტენტური, აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა დაიწყოს თურქეთთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკება. ფერჰოიგენმა ორშაბათს ევროკომისიას წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნა, რომ ანკარამ ეფექტიანად შეასრულა ევროკავშირის წევრობის პოლიტიკური კრიტერიუმები. ევროკომისია ოთხშაბათს, 6 ოქტომბერს გადაწყვეტს დაიწყებს თუ არა ბლოკი თურქეთთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს. ევროკომისიის გადაწყვეტილება კი, თუკი ის დადებითი იქნება, დეკემბრის სამიტზე ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურებმა უნდა დაამტკიცონ.
XS
SM
MD
LG