Accessibility links

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია


ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია 3 ოქტომბერს აფხაზეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურსა და მიუღებელს უწოდებს

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია 3 ოქტომბერს აფხაზეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურსა და მიუღებელს უწოდებს
ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ და ამავე დროს - ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოლომონ პასიმ. ხსენებული განცხადება ორგანიზაციის სამდივნოს საშუალებით გავრცელდა და მასში ნათქვამია: “ეუთო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ისევე, როგორც 3 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს”. როგორც სოლომონ პასი აცხადებს, ეუთო კვლავაც დაუჭერს მხარს ამ პრობლემის გადასაჭრელად მოლაპარაკებების პროცესს გაეროს ეგიდით. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აფხაზეთის საბოლოო სტატუსი მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით უნდა დაზუსტდეს.
XS
SM
MD
LG