Accessibility links

logo-print

გენერალ-მაიორმა ალუ ალხანოვმა 5 ოქტომბერს


გენერალ-მაიორმა ალუ ალხანოვმა 5 ოქტომბერს საპრეზიდენტო ფიცი დადო

გენერალ-მაიორმა ალუ ალხანოვმა 5 ოქტომბერს საპრეზიდენტო ფიცი დადო
გროზნოში გამართულ ცერემონიაზე ის ხალხს ჩეჩნეთის ეკონომიკურ აღმავლობსაც დაჰპირდა: “ჩვენი ყველა მისწრაფება, ჩვენი ყველა მოქმედება მიმართული იქნება გაერთიანებისკენ, ჩეჩენი ხალხის კონსოლიდაციისკენ, საუკეთესო ტრადიციებისა და ადათ-წესების აღორძინებისკენ, ეკონომიკისა და სოციალური სფეროს რეაბილიტაციისკენ”. ალხანოვის ინაუგურაცია გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფონზე მიმდინარეობდა. ქუჩებს ასობით პოლიციელი აკონტროლებდა და უკანასკნელ მომენტამდე გასაიდუმლოებული იყო ღონისძიების ჩატარების ადგილი. ასევე საგანგებოდ მოწმდებოდა ცერემონიალის უკლებლივ ყველა სტუმარი.
პრეზიდენტად არჩევამდე ალუ ალხანოვს ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეჭირა. საპრეზიდენტო არჩევნები ჩეჩნეთში 29 აგვისტოს ჩატარდა და, არასამართლიანობის გამო, ექსპერტთა მწვავე კრიტიკა ხვდა წილად.
XS
SM
MD
LG