Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 ოქტომბერს ისლამაბადში 21 ტონა


5 ოქტომბერს ისლამაბადში 21 ტონა ჰეროინი, ჰაშიში და ოპიუმი დაწვეს

5 ოქტომბერს ისლამაბადში 21 ტონა ჰეროინი, ჰაშიში და ოპიუმი დაწვეს
ნარკოტიკების წინააღმდეგ მიმართულ ამ აქციას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯეფ ჰუნიც დაესწრო. მან კმაყოფილება გამოთქვა პაკისტანის მისამართით, რადგანაც ქვეყანა ნარკოტიკებთან ბრძოლას აცხადებს. ჰუნი აღნიშნავს, რომ აქცია პაკისტანსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითია. პაკისტანი, რომელიც ჰეროინისა და ოპიუმის მსხვილი მწარმოებელი ქვეყნის – ავღანეთის მეზობელია, ნარკოტიკების სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს. ამ გზით ნარკოტიკების კონტრაბანდა ევროპისაკენ და მსოფლიოს სხვა არაერთი ნაწილისაკენ მიემართება. პაკისტანში 2-დღიან ვიზიტად მყოფი ჯეფ ჰუნი ქვეყნის პრეზიდენტს პერვეზ მუშარაფსა და ხელისუფლების მაღალი რანგის სხვა არაერთ წარმომადგენელს შეხვდება.
XS
SM
MD
LG