Accessibility links

logo-print

დღეს ევროპის კამისიამ განაცხადა, რომ


დღეს ევროპის კამისიამ განაცხადა, რომ ევროპის კავშირმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს თურქეთთან,

დღეს ევროპის კამისიამ განაცხადა, რომ ევროპის კავშირმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს თურქეთთან,
მაგრამ მკაცრი პირობები დაუწესა ანკარას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროების გასაუმჯობესებლად. ევროკომისიის თავმჯდომარემ, რომანო პროდიმ ევროპის პარლამენტის ლიდერებს დღეს უთხრა: [პროდის ხმა] "კომისიის დღევანდელი თანხმობა ნიშნავს, რომ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება. ამავე დროს ამ თანხმობას თან სდევს რიგი რეკომენდაციები და პირობები, რომლებიც თურქეთში ვითარების კონტროლს ეხება." როგორც საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, ევროკომისიის თანახმად, თურქეთთან მოლაპარაკებები არ არის დროით შემოფარგლული. მისი შედეგები არ შეიძლება იქნეს წინასწარ გარანტირებული. დღესვე ევროპის კომისიამ განაცხადა, რომ რუმინეთისა და ბულგარეთის მიღება ევროკავშირში 2007 წლისთვის არის გათვალისწინებული.
XS
SM
MD
LG