Accessibility links

logo-print

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის გალის რაიონის


თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის გალის რაიონის სამ ოლქში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ბათილად გამოცხადდა აფხაზეთის სცკ-ს N10 ოქმის შესაბამისად,

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის გალის რაიონის სამ ოლქში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ბათილად გამოცხადდა აფხაზეთის სცკ-ს N10 ოქმის შესაბამისად,
ხმის მიცემის პროცედურაში დარღვევების გამო. განმეორებითი არჩევნები 17 ოქტომბერს ძველი სიებით ჩატარდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოთხშაბათს განუცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სცკ-ს თავმჯდომარემ სერგეი სმირმა. მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება არა მარტო სამართლებრივია, არამედ პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან არჩევნებთან დაკავშირებით ვითარება დაიძაბა. სერგეი სმირმა არ დაადასტურა სოხუმში გავრცელებული ხმები მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები გასულ კვირას ჩატარდა.
XS
SM
MD
LG